უკრაინის ტერიტორიაზე ახლად ჩამოყალიბებული გასამხედროებული ქვედანაყოფის “ერთიანი კავკასიური ლეგიონის” პირველი წვრთნები გაიმართა
კერძოდ, დანაყოფმა განახორციელა სიმულირებული მტრის განადგურების ოპერაცია ცოცხალი სროლის საშუალებით. მანევრებში მონაწილეობა მიიღეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი კავკასიის მრგვალი მაგიდის” ხელმძღვანელმა ლადო გამსახურდიამ და სსო-ს ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ქარჩავამ