თბილისში, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქტივისტები ტელეკომპანია “მტავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სახეზე არსებული ნიღბები წარმოადგენს ახალი წინააღმდეგობის მოძრაობის დასაწყისს:
“ქართულ ოცნებას უნდა ეშინოდეს გაბრაზებული ქართველი ხალხის. რაც უფრო მალე დავიწყებთ ამ [წინააღმდეგობის] მოძრაობას, მით უფრო მალე მოვიშორებთ ამ ქვეყანას “ქართული ოცნება” და დავაბრუნებთ მას [საქართველოს] განვითარების დასავლურ გზაზე”, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
გვარამია ციხეში 16 მაისს, სწორედ სასამართლო დარბაზიდან გაგზავნეს, სადაც მოსამართლემ ტელეკომპანია “რუსთავი-2” – ის საქმეზე მას და კიდევ ორ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც გვარამია ამ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი იყო.