თბილისი, 27 ნოემბერი-MONAKHAZI
აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის (BTK) შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ რაჰმან გუმატოვმა განაცხადა.
“მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75% – ით გაიზარდა 8.7 მილიონ ტონამდე, საიდანაც 6.7 მილიონი ტონა სარკინიგზო გადაზიდვით განხორციელდა”, – განაცხადა გუმატოვმა, იტყობინება Sputnik Azerbaijan.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი მიმდინარე წლის ბოლოს სატრანზიტო ტვირთების მოცულობის ორმაგ ზრდას ელოდება, ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია ბაქოს საერთაშორისო კომერციული საზღვაო პორტის გაფართოება, ასევე BTK-ის შესაძლებლობების გაზრდა.
ბაქო-თბილისი-ყარსზე ტვირთების გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა >>
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. Btk-ის საერთო სიგრძეა 826 კმ.
2021 წელს ამ რკინიგზის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა შეადგინა.