სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 630 დევნილ ოჯახს ბინები და მიწის ნაკვეთები დაუკანონდებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, ბაღდათში, აბაშაში, ხობში, ხაშურში, ფოთსა და ზესტაფონში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 630 დევნილ ოჯახს ჯამში 641 ერთეული სახელმწიფო ქონება გადაეცემა საკუთრებაში.