საქართველოს დედაქალაქის თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
მანამდე რამდენიმე ლოკაციიდან მხარდამჭერთა მსვლელობა ჩატარდა. ბარათაშვილის ხიდიდან მორიგი მსვლელობა განხორციელდა.
მმართველი პარტიის ლიდერებმა — ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ საარჩევნო კამპანიაზე ისაუბრეს, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
წინ მხოლოდ ისტორიული არჩევნებია, რაც ქვეყნის განვითარების შემდგომ გზას განსაზღვრავს.