არსებობენ თუ არა საქართველოში პროევროპელი რუსეთის მოქალაქეები? საერთოდ რამდენად ლოგიკურია და რომელ სტანდარტებში ჯდება იყო ევროპული მომავლის მეჩირაღდნე იმ ქვეყნის მოქალაქის სტატუსით რომელსაც გამუდმებით აქციებზე მასმედიებში ევროპული ღირებულებების მტრად მოიხსენიებ.
ერთ-ერთი ესეთი პიროვნება გახლავთ ორგანიზაცია სამოქალაქო თანხმობის ხემძღვანელი შმაგი სამხარაძე, რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობას ამა თუ იმ აქციებზე და სხვადასხვა ოპოზიციურ გადაცემებში, მისთვის მიუღებელი დღევანდელი ყველაზე დემოკრატიული მთავრობა საქართველოს ისტორიაში და უფრო მეტიც მას როგორ რუსულ ხელისუფლებად ისე მოიხსენიებს მოიხსენიებს.
ბატონი შმაგი ტელეარხებიდან ევროპული მომავლისკენ გვიქადის და გვიმტკიცებს თუ რამდენად კარგი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის ევროპული მომავალი, თუმცა რატომღაც მან ევროპული გზის გავლა რუსული პასპორტით არჩია, ერთი სიტყვით ეს პროდასავლელი პროგრესული ახალგაზრდა შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა და სიბერეში რუსულ პენსიაზე უარი მაინც ვერ თქვა.
ცოტა არ იყოს კომიკური გახლავთ ჩვენი ოპოზიციური სპეკტრის ნაწილი და მათი ლიდერები, განსაკუთრებით ელენე ხოშტარია რომელიც გამოირჩევა რუსი ტურისტების მიმართ პროვოკაციებით, ის ეწინააღმდეგება ავიამიმოსვლებს ეკონომიკურ ვაჭრობას და ა.შ
რაოდენ გასაოცარიც არ იყოს ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და არაერთხელ აქვს ამა თუ იმ ღონისძიებაზე შესრულებული რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი, უფრო მეტიც, ის დღემდე იღებს ჰონორარებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მას ეს სულაც არ უქმნის არანაირ დისკომფორტს, ამ ყველაფრის მიუხედავად ის გვიმტკიცებს რომ ბედნიერება მხოლოდ ევროპაშია
სამწუხაროდ ეს არ გახლავთ მათი სრული სია და ახლო მომავალში ფარდა აეხდება ვამხელთ იმ ორპირ პოლიტიკიკოსებს და პიროვნებებს რომლებსაც საქართველოსთვის პროვოკაციების და მავნებლობის გარდა სხვა არაფერი უკეთებიათ