ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოასვენებენ საქართველოში ბრაზილიაში მოკლულ მეზღვაურს.
ქართველი მეზღვაურის, ილია კახაბერიძის ცხედარი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში საწოლზე ნახეს მიბმული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ბრაზილიაში ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია გემის ინჟინერი, 31 წლის ილია კახაბერიძე. მისი ცხედარი 30 მაისს აღმოაჩინეს.
ადგილობრივი გამოძიების ცნობით, მამაკაცი ჯერ დააბეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით მოკლეს.
დანაშაულის სავარაუდო მოტივად ყაჩაღობა სახელდება. მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ის წარსულში ნასამართლევია.
ბრაზილიური მასმედიის ინფორმაციით, ბრალდებულს დაკავებისას ქართველი მეზღვაურის სამი საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და მოკლულის სხვა ნივთები ჰქონდა.