ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბაქოში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა. ქართულ დელეგაციაში ასევე შედიოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერების ძირითადი განცხადებები:
საქართველო აფასებს აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მოწოდებულია სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იდეისადმი
საქართველო და აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად იზრდება
ქვეყნები აქტიურად მუშაობენ შუა დერეფნის ტვირთბრუნვის გაზრდაზე, ამ მიმართულებით დამატებითი ნაბიჯები გადაიდგმება.