2024 წლის არჩევნევზე ზუსტად უბრალო ხალხი გამოგიტანთ განაჩენს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმდაც უნებართვო გარე ვაჭრობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად: გარე ვაჭრობის განმეორების შემთხვევაში ფიზიკური ან იურიდიული პირი დაჯარიმდებიან 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით. კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით.