ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებათა ჯილდოს მინიჭების გამო დაიბარეს.
სააკაშვილს ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის თანადამფუძნებელმა ოსლოში სუჰრ ლინდბრეკეს პრემია გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პრემიის გადაცემა შეუთავსებელია მისი, როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის მსჯავრდებული პატიმრის სტატუსთან.
დღეს თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან, ყოფილი პრეზიდენტის ოპონენტების აქცია გაიმართა.