ის “ნაპოლის” ფეხბურთელის ჰვიჩ კვარაცხელიას ქართველ გულშემატკივრებს შორის იყო, რომელიც ქალაქში “ნაპოლი— ლაციოს” მატჩის საყურებლად ჩამოვიდა.
იტალიური მედიის ცნობით, დაკავებული საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნება. მამაკაცი იდენტიფიცირებულია, როგორც საჰაერო სასაზღვრო პოლიციის პრევენციული ღონისძიებების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლას, კერძოდ თბილისიდან კაპოდიკინოს აეროპორტის მიმართულებით ფრენის დროს.
“38 წლის ქართველი ნ.ი. დააკავეს კაპოდიკინოს საჰაერო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტმა ევროპული დაკავების ორდერის შესრულების მიზნით. მას საბერძნეთის სასამართლომ 2012 წლის ოქტომბერში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკვლელობის მცდელობისთვის”, – იტყობინება იტალიური მედია.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ პასპორტი ნეაპოლში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე მიიღო.