მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად ვერ იღებს საკვებს. მისთვის საკმარისია ერთი ცალი შეჭამოს და იმავე წუთში უკან ამოდის”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ “ვივამედის” კლინიკაში შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, ეს პრობლემა შესაძლოა ფსიქოლოგიურ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.
“ვფიქრობ, რომ ვითარების შეცვლას და მის გაყვანას დადებითი ეფექტი ექნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იცით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმებით. როგორც ჩანს, ყველაფერი სწორად კეთდება, უბრალოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. მას ბევრი დიაგნოზი აქვს და, შესაბამისად, ბევრი გამოკვლევა სჭირდება”, – განაცხადა გიული ალასანიამ.