ლაითურის # 1 საპყრობილეში ინტერიერის დიზაინზე საბოლოო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა თვარაშვილი.
ლაითურის ციხე მცირე პენიტენციური დაწესებულებაა და 700-მდე პატიმარზეა გათვლილი.
ადამიანის უფლებების დაცვა და საქართველოში მსჯავრდებულ/ბრალდებულთა ცხოვრების პირობების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა სამუშაო გარემოზე მუდმივი ზრუნვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზანს ემსახურება ლაითურის ახალი ციხეც. იგი სრულად არის ადაპტირებული როგორც ბრალდებულის/მსჯავრდებულის, ასევე დაწესებულების თანამშრომლების საჭიროებებზე.
წელს ლაითურის ციხე გაიხსნება, სადაც 500 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.