საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს სანაპირო დაცვის ზედამხედველობის სისტემის განახლების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.
აშშ-ს პირდაპირი დახმარება, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა სენსორული აღჭურვილობისა და მართვის სისტემების მონტაჟს ბათუმში, ფოთსა და სუფსაში. “ეს პროექტი არის ჩვენი მიმდინარე ძალისხმევის ნაწილი, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას მისი ტერიტორიული წყლების დასაცავად.
აშშ-ის საზღვაო ძალები, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან თანამშრომლობით, გააგრძელებენ მოდერნიზაციას, რათა დაეხმარონ საქართველოს ზღვაზე სამართალდამცავების პასუხისმგებლობის შესრულებაში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში, პორტის უსაფრთხოებასა და საზღვაო თავდაცვაში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.