ტრენინგს ესწრებოდა ოცდაათზე მეტი ადამიანი, რომლებსაც უკვე აქვთ ან სურთ საკუთარი ბიზნესის წამოწყება, არიან მოტივირებულები და აქვთ ბიზნეს იდეა.
სოფლის განვითარების სააგენტოსა და ორგანიზაცია “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
მათ ასევე ისაუბრეს მეწარმეობის ძირითად უნარებსა და ბიზნეს იდეის განვითარების ეტაპებზე. შეხვედრის ბოლოს ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართა.
პროექტი საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, LSI “აწარმოე საქართველოში” და LSI “სოფლის განვითარების სააგენტოს”მხარდაჭერით განხორციელდა.