როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში ორპარტიული კანონმდებლობის შემუშავების პროცესს ხელმძღვანელობს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს:
“სენატორი შაჰინი აშშ-ის პოლიტიკის ხელმძღვანელია შავი ზღვის რეგიონში, სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის უსაფრთხოებაში. ათწლეულების განმავლობაში პუტინი ძალისხმევას არ იშურებდა თავისი დესტრუქციული გავლენის გასავრცელებლად, სიცოცხლისა და კერძო საკუთრების განადგურებისთვის, მათ შორის აქ, შავი ზღვის რეგიონში. დღეს სენატორებმა შაჰინმა და დურბინმა ქართველ პარტნიორებთან ერთად განიხილეს ეს საკითხები და ხაზი გაუსვეს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში.”
ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
აღნიშნა ასევე აშშ-ის საელჩომ საქართველოში:
“შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. ეჭვგარეშეა, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება, მაგრამ წარმატებული დემოკრატია უიმედოა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას ქვეყნის ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა, რათა მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და აყვავებულ ევროპულ მომავალს — ეს არის ის, რაც მის მოქალაქეებს სურთ და იმსახურებენ.”
სენატორი ჯინ შაჰინი არის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსი წევრი
სენატორი დიკ დერბინი სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი და უკრაინის სენატის ჯგუფის თავმჯდომარეა.