ხობის რაიონის სოფელ ხამიკურში ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ქალს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. სავარაუდოდ, დაპირისპირება თანხის გამო მოხდა.
ამ დროისათვის ცხედარი სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ქალი უკვე დაკავებულია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.