კიევმა ყურადღება უნდა მიაქციოს თავისი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს, – განაცხადა სარჯველაძემ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი უნდა გასცეს არა საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერებს, არამედ მის ოფიციალურ პირებს, – ამის შესახებ მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს ჩარეულა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. ამავე დროს, მან დასძინა, რომ უკრაინული მხარე ღრმად არის იმედგაცრუებული, რომ ” საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს ომის თემით, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს.”
“უკრაინულ მხარეს არ სურს, რომ საქართველო იყოს ჩართული (ომში-რედ.)- ეს არის კარგი და სწორი განცხადება. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ დეპარტამენტმა პასუხი უნდა გასცეს არა კობახიძესა და მდინარაძეს, არამედ დანილოვსა და არესტოვიჩს (უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები-რედ.), რომელმაც გამოხატა თავისი სურვილები და მოთხოვნები და ასევე გააკეთა პრეტენზიები, თუ რატომ არ იწყება ომი საქართველოში”, – განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთის ინტერესების სფეროში დამატებითი ფრონტების გახსნა უკრაინას დიდად დაეხმარება. მან აღნიშნა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის რეგიონი.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომელსაც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება არ აკონტროლებს. თუმცა, მისივე თქმით, საქართველო ამას არა მხოლოდ არ აკეთებს, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციების გამართლებას.
საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად აცხადებს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე მეორე ფრონტის გახსნის დაუშვებლობას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორ ცდილობს ქვეყნის ომში გადაყვანას.
რუსეთმა ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს გაგზავნა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ეს არის “უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაზიფიკაციის ოპერაცია” და უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ არის რუსეთის ფედერაციის გეგმების ნაწილი.