თბილისში კიდევ ერთხელ გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ
სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ტარდება.
სემინარს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების პედაგოგები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ – ერთ მთავარ პრიორიტეტზე-ეთნიკური უმცირესობების კომპაქტური საცხოვრებელი რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ თანამოქალაქეები, განურჩევლად ეროვნებისა და მიუხედავად სახელმწიფო ენის ცოდნისა, სათანადოდ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სარგებლიანობაზე.
“ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ აწყდებიან სახელმწიფო ენის ცოდნის ბარიერს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასეთი კულტურული, საგანმანათლებლო, საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას მათთვის აქტუალურ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ ღონისძიებაზე, რომლის მიზანია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მოვიწვიეთ ეთნიკური უმცირესობების რეგიონებიდან მოწვეული პედაგოგები, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ახალგაზრდა თაობისთვის ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებასა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში”,-განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმაც. მისი თქმით, მასწავლებლები ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე აუდიტორია, ვინაიდან მათი როლი უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდა თაობის ინფორმირებაში. ასევე თავის გამოსვლაში თ. წულკისკირმა ყურადღება გაამახვილა ქართული საზოგადოებრივი აზრის ცვლილებაზე პროევროპული ღირებულებების სასარგებლოდ და თარგმანის განათლების სისტემის მიტოვებისკენ მოუწოდა და პედაგოგებს მოსწავლეთა სექსუალური განათლების პროგრამების დანერგვისკენ მოუწოდა.
მასწავლებლები ატარებენ ეროტიკულ თამაშებს, რომლებშიც ბავშვებს შეუძლიათ “დაქორწინდნენ” ან “იქორწინონ” არა მხოლოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, არამედ საკუთარი, ასევე გააკეთონ სამი ან მეტი ადამიანის ქორწინების კავშირი.
სკოლები 17 მაისს აუცილებლად აღნიშნავენ ლგბტ თემების მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს. შემოთავაზებულია სექსუალური განათლება გახდეს სავალდებულო საგანი, საიდანაც შეუძლებელი იქნება უარის თქმა.
ორდღიან სემინარში მონაწილეობას 30 მასწავლებელი იღებს. კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარები მოიცავს შეხვედრებს სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ოკუპაციის მუზეუმს ეწვევიან.