თბილისი, 18 ნოემბერი – MONAKHAZI.
ჰააგის სასამართლომ გამოიტანა საბოლოო ვერდიქტი დონბასში 2014 წელს ჩამოგდებულ მალაიზიურ ბოინგთან დაკავშირებით.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბუკის საჰაერო თავდაცვის სისტემა, საიდანაც ბოინგი ჩამოაგდეს, უკრაინაში რუსეთიდან შემოიტანეს, შემდეგ უკან რუსეთში წაიღეს.
სასამართლომ დაამტკიცა იგორ გირკინის, სერგეი დუბინსკის და ლეონიდ ხარჩენკოს დანაშაული MH17-ის კატასტროფაში და 298 ადამიანის მკვლელობაში.