20 ნოემბერს ქართველი ფერმერების პროდუქციის გამოფენა გაიმართება
თბილისი 17 ნოემბერი- MONAKHAZI. 20 ნოემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში (წერეთლის გამზ., თბილისი), სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროექტების მხარდაჭერით საკუთარ პროდუქციას 60-მდე ფერმერი წარადგენს: თაფლი, სანელებლები, მურაბები, ჩირი, ჩურჩხელა, ღვინო, ჭაჭა, ყველი, წვენები, მიკრორაიონები, ხორცპროდუქტები.
ღონისძიების ორგანიზატორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO Georgia), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) სოფლის მეურნეობის პროგრამა და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.