ბათუმის შემოვლითი გზა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია.
თბილისი, 16 დეკემბერი – MONAKHAZI. პრობლემები მოგვარებულია, შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა განახლდა, ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინვესტორთან ფინანსური პრობლემების გამო ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა რამდენიმე თვით იყო შეჩერებული.
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია.
დაგეგმილია 14 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 20 სახიდე გადასასვლელის და 5 გვირაბის მშენებლობა.
ამ დროისთვის 3 გვირაბის და 14 ხიდის მშენებლობა დასრულებულია, დანარჩენ 2 გვირაბზე ბურღვა-აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს; ასევე გრძელდება დარჩენილი ხიდების სამშენებლო სამუშაოები.
ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
ამჟამად ერთადერთი გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას
პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.
გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება.