შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ათი პირი დააკავეს, რომელთა შორის ოთხი ნარკორეალიზატორია.
ხუთ დაკავებულს ბრალად ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა, ერთ კი მათი ქვეყანაში უკანონო შემოტანა ედება. დაკავებულებს შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, 45 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“, „სუბოქსინი“, „ალფა პვპ“, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ და „მეტადონი“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.