“ქართული ლეგიონის” ლიდერმა საქართველოდან მოხალისეებს შორის მძიმე დანაკარგების შესახებ განაცხადა
მამუკა მამულაშვილმა უკრაინულ არხს Freedom-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან აღიარა, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ მოხალისეებს შორის მაღალი დანაკარგებია.
გარდა ამისა, “ქართული ლეგიონის” მეთაურმა ქვედანაყოფში გაწვევის დროებითი შეჩერების შესახებ განაცხადა, გარდა დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე ქართველებისა და უცხოელებისა.
ღია წყაროების ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ათეულშია, ბოლო პერიოდში კი ეს რიცხვი მხოლოდ მზარდია.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ავსტრალიის სამხედრო ინსტრუქტორებმა, ქართული ეროვნული ლეგიონის სპეციალისტებთან ერთად, ბოლო 3 თვის განმავლობაში ქალაქ რივნეს ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეთა ფორმირებების 800-ზე მეტი მებრძოლი გაწვრთნეს