20-დან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გარდაიცვალა 2 ადამიანი, 646 კი გამოჯანმრთელდა. 26 ივნისისთვის ვირუსის 1086 აქტიური შემთხვევა იყო. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.
NCDC-ის ცნობით, 20-26 ივნისს ქვეყნის მასშტაბით სულ 63 404 ტესტი ჩატარდა. მათგან 57 457 ანტიგენ ტესტი, 5847 PCR. შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 1.67%
საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია „ომიკრონის“ B.A.2 შტამი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ინფიცირების 1 660 429 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. აქედან 1 642 476 ადამიანი გამოჯანმრთელდა (99%), 16 841 კი გარდაიცვალა (1%).