როდესაც ჩეჩნეთში სისხლის ზღვრა მიდიოდა , უამრავმა საზოგადო მოღვაწემ ევროპას მიაშურა და იქ დაიმკვიდრა თავშესაფარი. ზუსტად იმ ეგრედ წოდებულმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მთელი ჩეჩნეთის რესპუბლიკა უაზრო და სასტიკ ომში ჩაითრიეს , ომში რომელიც უბრალო ჩეჩენი ხალხისთვის არფრის მომტანი იყო გარდა ზიანის. თავხედობა ჰყოფნიდათ და ხალხის სახელით საერთაშორისო ფორუმიდან ფორუმზე დაწანწალებდნენ, თუმცა საეჭვო წარმომავლობის შეხვედრებიც ბევრი ყოფილა, თითქმის პაბ-ბორდელების დონის ფორმატის.
ერთ ერთი მათთაგანი შავბნელი პიროვნება , შამილ ალბაკოვია, არც მეტი არც ნაკლები ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეგრედ წოდებული კონსული საფრანგეთში , ახმედ ზაკაევის მარჯვენა ხელი. ალბაკოვმა , აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა რელიგიურ რადიკალ ჯამბულატ სულეიმანოვთან ტანდემში დაიწყო. სულეიმანოვი სოციალურ-პოლიტიკური ასოციაცია “ბარტ-მარშო”ს დამფუძნებელია , რომელიც პირობითად ცდილობს ყველა ჩეჩენის გაერთიანებას პოლიტიკურ – რელიგიური ნიშნით, რაც სრული ფიქციაა და აუსრულებადი რეალობაში, ვინაიდან ჩეჩნებს საკუთარ ქმემდებარებაში მყოფ მინი იგილს სთავაზობს. სულეიმანოვის უაზროდ გაბერილმა ამბიციებმა იძულებული გახადა ალბაკოვი ზაკაევთან გადასულიყო შარშან . ამ ორ პოლიტიკურ ლიდერს შორის სხვაობა ისაა რომ ზაკაევი მეტად ლავირებადია თავის შეხედულებებში და ცდილობს საერო კანონებზე დაფუძვნებით ააშენოს დამოუკოდებელი ჩეჩნური სახელმწიფო. მისი განმარტებით დასავლეთი არ შეეგუება ძალაუფლების ისლამიზაციას ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ზაკაევის წარმატებები პოლიტიკურ ასპარეზზე მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე პოლიტიკურად მიკერძოებული გზააბნეული სულეიმანოვის. თუმცა ცხადია რომ ერთიც და მეორეც ჩეჩენი ეთნოჯგუფის მომავალი არსებობისათვის არამხოლოდ რეალობას აცდენილი , არამედ დამღუპველიცაა. ამის მიზეზი კი ისაა რომ, სულეიმანოვს ჩეჩნების არაბიზაცია სურს, ხოლო რაც შეეხება ზაკაევს და მის კომპანიას – ჩეჩნური საზოგადოების ვესტერნიზაცია.
ეს ყოველივე ყოვლად მიუღებელია ჩეჩენი ხალხისთვის. შ. ალბაკოვისთვის კი მნიშვნელოვანია თავის წარმოჩენა და კარის გაჯახუნებით წასვლა სულეიმანოვისგან ზაკაევთან . სადაც მცირეოდენი საშუალება მაინც აქვს ავტონომურ რეჟიმში გააჟღეროს თავის მოსაზრებები და გეგმები, საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებლად და ალბაკოვი ამ შანსს გამოიყენებს .
იმაზე , რომ ყველაფრის მკადრებელია ასეთი ფაქტი მეტყველებს. ალბაკოვი დიდი თაყვანისმცემელია და გულითადი მხარდამჭერი ერთერთი პოლიტიკური ორგანიზაციის Place Publique-ს დამფუძვნებლის , ევროპარლამენტის წევრის და საფრანგეთის სოციალისტური პარტიის მოკავშირის რაფაელ გლუკსმანნის . დიდი აღფრთოვანებით იმეორებს ალბაკოვი ფრანგი პოლიტიკოსის განცხადებებს და მიღწევებს და ადასტურებს რომ , მისი პოლიტიკური საქმიანობა დადებითად წაადგება იჩქერიის მსოფლიო აღიარებას. რამდენად ბრიყვი უნდა იყო დაიჯერო, რომ დასავლურ პოლიტიკოსებს აწყობდეთ დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა კავკასიაში! ერთ ერთი დაჟინებული მოთხოვნაა რაფაელ გლუკსმანის – საფრანგეთის ეკონომიკის სამხედრო რეჟიმში გადაყვანა და უკრაინის დახმარება ომში. მოკლედ….. იპოვეს ერთმანეთი.
რასაკვირველია, რომ პოლიტიკანობა ისევ არსებობს დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკაში. ანუ, ყველაფრის მიუხედავად აღმოჩნდე მიკროფონთან , რათა მერე შენზე ისაუბრონ, მნიშვნელობა არ აქვს რა, მთავარია გახდე ცნობადი! რაფაელ გლუკსმანნი ამ კონტექსტით აჩვენებს შამილ ალბაკოვისთვის მისაღებ მოქცევის შაბლონს . და ვინ იცის იქნებ მასაც აჯობოს შამილმა და თავის ახალ პატრონსაც , აჰმედ ზაკაევის სახით.
რელიგიას რომ თავი დავანებოთ, ფულს კი შოულობენ აქტივისტები ფორუმებზე და კონფერენციებზე გამოსვლებით, მთავარია იცოდე რა ილაპარაკო.
შამილ ალბაკოვმა ისიც არ იკმარა რომ მისმა ერმა, ჩეჩნებმა კოლოსალური დანარკარგი განიცადა ომში, არამედ ინგუშებსაც მისწვდა. შ. ალბაკოვის თქმით , რუსეთმა ინგუში ერი დაიმონა და მისგან განთავისუფლებას ელიან. ინგუშ ახალგაზრდებს უნერგავენ ეროვნულ ექსკლუზიურობას, აქედან გამომდინარე ნაცისტური პროპაგანდის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აუცილებლობით, თითქოსდა არ არსბობდეს ხელშეკრულება ინგუშეთის ნებაყოფლობით რუსეთის შემადგენლობაში შესვლის, დადებული 19 საუკუნეში. მის შემდეგ ინგუშმა ერმა მრავალ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა დიდი ქვეყნის მხარდასაჭერად. გამოდის ისტორიის ეს ფურცლები ხელახლა უნდა დაიწეროს, ისე როგორც ალბაკოვს და მის დამკვეთებს სურთ. მისი საქმიანობის ერთ ერთი მიზანიც ეგ არის – ისტორიული მეხსიერების წაშლა და განადგურება.ძალაუფლების მისაღწევად ის და მისნაირები უკან არაფერზე იხევენ! ასე რომ ცხადია, ჩეჩენი ერის მწარე გამოცდილება ახლა ინგუშებს უნდა აწვნევინოს. გასაკვირი საქმე არაა ადამიანების სისხლის ღვრაისკენ მიმავალი გზის მოწოდება ალბაკოვისგან, წარსულში ეს მრავლად ხდებოდა იჩქერიაშიც, ასე რომ ნებისმიერი ბატონის საბოლოო მიზანია არეულობა და უამრავი მსხვერპლი ქვეყანაში. შ. ალბაკოვი სადღაც სიბრალულსაც კი იმსახურებს, რათა ისტორიში უღირსი არაკაცის სახელით შევა. ეს იმიტომ რომ პოლიტიკანობა ბნელეთის მსახურობას ნიშნავს და სიკეთესთან არავითარი კავშირი არ აქვს.