ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეჩერდა რეფერენდუმის ჩატარება, რომელზეც მოსახლეობას რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო. გადაწყვეტილება მიიღო ადგილობრივი რეჟიმის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა, “საკითხის რეფერენდუმზე გატანის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობის გათვალისწინებით” და ” რეფერენდუმის ცალმხრივი გადაწყვეტილების დაუშვებლობის აღიარება რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებზე გავლენის საკითხებზე.” ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რუსეთთან კონსულტაციები შემდგომი ინტეგრაციის შესახებ გაგრძელდება.