საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებული ოქროს ნაკეთობები დაექვემდებარება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადამოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად 400 გრამის ოდენობის ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა. უწყების ცნობით, ბრალდებულს ოქროს ნაკეთობები ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული.
ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 43,676 ლარი შეადგინა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა) მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.