სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების თაობაზე ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.
ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1,1 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2,1-ჯერ აღემატება.
საქართველოში ძირითადად რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან ჩამოდიან, რაც შეეხება ვიზიტორთა ასაკს, უმრავლესობა (50,2%) 31-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.
ვიზიტორები ძირითადად სტუმრობენ თბილისს (38,4%), აჭარას (22,9%) და მცხეთა-მთიანეთს (15,2%).
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა 49% ძალზე კმაყოფილია საქართველოში მოგზაურობით, 43,9% – კმაყოფილი, 0,9% – უკმაყოფილო, ხოლო 0,6% – ძალზე უკმაყოფილო.
„Sputnik- საქართველოს” ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს დაწვრილებით ინფორმაციას საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების თაობაზე.