საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „მეცის” თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მორიგი დუბლი შეასრულა და „მეცს“ სტუმრად „ნიორთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:1.
„მეცმა“ 42-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღო. მასპინძლები ნესტა ელპეგემ დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში ფრანგულმა კლუბმა სწრაფი შეტევა განახორციელა. მატჩის 51-ე წუთზე იუსუფ მაზიზიმ ზუსტი თავური დარტყმით გოლი გაიტანა – 2:1. 83-ე წუთზე კი მიქაუტაძემ მეტოქის მცველის გადაცემა ჩაჭრა, კარისკენ გაიქცა და გუნდის უპირატესობა გაზარდა – 3:1.
34 ტურის შემდეგ „მეცი“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს (62) იკავებს – იგი სამი ქულით ჩამორჩება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“, რომელიც 65 ქულით მეორე ადგილზეა.
(65 ქულა, მეორე ადგილი) ჩამორჩენა შეამცირა. საფრანგთის ლიგა 1-ის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
ბოლო ოთხ მატჩში მიქაუტაძემ მოწინააღმდეგის კარში შვიდი ბურთი გაიტანა.