კონცერტი სახელწოდებით „ევროპისთვის” ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე 9 მაისს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები- გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი და დათა მუნჯიშვილი.
უწყების ცნობით, კონცერტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.
ღონისძიება21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.