ამგვარი შემთხვევების რაოდენობით ლიდერობს თბილისი, სადაც 2023 წლის პირველ კვარტალში 6 959 ავარია მოხდა.
მეორე ადგილზეა აჭარა — 989 ავარიით, მესამეზე კი იმერეთი, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც მითითებულ პერიოდში 828 ავარია მოხდა.
მცირე ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზები იყო:
უყურადღებო მართვა, მანევრირებისა და პარკირების წესების დარღვევა. ამ მიზეზებით პირველ კვარტალში სულ 10 279 ავარია მოხდა.
ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევები, რასაც 296 მცირე ავარია მოჰყვა.
ფეხით მოსიარულეთა მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა — წლის პირველ კვარტალში სულ ასეთი 166 შემთხვევა დაფიქსირდა.
მცირე ავარიები არის ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებიც იწვევს მსუბუქ ფიზიკურ ტრავმებს, ან აზიანებს ტვირთს, გზებს, ნაგებობებსა და სხვა ქონებას.