ქართული მედიის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია” – ს წევრის, დილიარ ხაბულიანის ძმაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობისთვის მცირე ზიანის მიყენებას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას გულისხმობს.