ქალაქის 30 სხვადასხვა ადგილას დაგხვდებათ პლაკატები და ნიშნები, რომლებიც მოგვითხრობს 30 ქალის ისტორიას, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას არჩეულ პროფესიებში ან მიატოვეს ოცნებები.
საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო, ქართველი ქალების უმრავლესობა უარს ამბობს ოცნების პროფესიის განხორციელებაზე. ხშირად ერთი არასწორი ფრაზა – “ეს ქალის საქმეა”, ადამიანის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. ჩვენ გვინდა, რომ ქალებს არ ეშინოდეთ ოცნების სამუშაოს არჩევის, ამბობენ პროექტის ავტორები.
კამპანია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონცეფცია და შესრულება: შემოქმედებითი სააგენტო Waterganz.