2023 წლის 27 მარტს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცერემონიის ფარგლებში საქართველოს ელჩსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ღონისძიების მსვლელობისას ელჩმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მეხსიერების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.