მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური-კობის მონაკვეთებზე მოძრაობა გაჩერებების გარეშე განხორციელდება, გუდაური-კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავსაწინააღმდეგო გვირაბების გავლით.