მერი არაბიძე 29 წლისაა. წარმოშობით სამტრედიიდან. მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს ნაკრებში 2015 წელს (ჩანდუ – ჩინეთი). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გოგონებს შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში: 2004 – 10 წლამდე, 2005 — 12 წლამდე, 2011 — 18 წლამდე.
ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში ჩატარდა მონტენეგროში, ქალაქ პეტროვაჩში, 18-დან 29 მარტამდე. მონაწილეობა მიიღო 139 მოჭადრაკემ. პირველი ცხრა ადგილის გამარჯვებულებმა მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. მათ შორის სამი ქართველია, არაბიძის გარდა, ესენი არიან სალომე მელია და ლელა ჯავახიშვილი.