ტესტირებისთვის იმერეთის ყველის ნიმუშები აიღეს. ყველა ნიმუშში გამოვლინდა ჰიგიენის სტანდარტების კრიტიკული შეუსრულებლობა, ე.კოლი, ბაქტერიები, ტრანს ცხიმები და ანტიბიოტიკები,-ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები უკვე გადაეცა სურსათის სააგენტოს, რომელიც მოაწყობს შემოწმებას, გაანადგურებს მავნე პროდუქტებსა და წვრილ მწარმოებლებს.
ექიმები და დიეტოლოგები საქართველოს მოსახლეობას ურჩევენ, საეჭვო წარმოშობის ყველი არ შეიძინონ.