სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაცია
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორის მაჰმუტ ქორუმლუს ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩავიდა. დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ მიიღო.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა.