მოკლე პროგრამის შედეგების მიხედვით, ქართველმა მოციგურავემ ანასტასია გუბანოვამ 65.40 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილი დაიკავა. 24 მარტს სპორტსმენი თვითნებური პროგრამით შეასრულებს.
თავისუფალ პროგრამაში შესვლა ასევე მოიპოვეს სპორტულმა წყვილმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ. მოკლე პროგრამაში მათ 60.98 ქულა დააგროვეს და მე-14 ადგილი დაიკავეს. დუეტი ხვალ თვითნებურ პროგრამას წარადგენს.