ნორიოს სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე უმცროს ოფიცერთა და ლიდერთა მომზადების კურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი ბრიტანეთის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფმა (BMATT) ჩაატარა, მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ნაწილების ოფიცრებმა და სერჟანტებმა მიიღეს.
საქართველოს წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორგანიზებით, კომბინირებული შეიარაღების არმიის ცენტრში წვრთნები ოთხი კვირა გაგრძელდა და ოთხი ეტაპისგან შედგებოდა.
პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული სწავლება გაიარეს, მომდევნო სამი ეტაპი კი საველე ოპერაციებს დაეთმო. “წვრთნების მიზანი უმცროსი ოფიცრებისა და სერჟანტების გადამზადება და მათი ლიდერული თვისებების გაუმჯობესება იყო”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.