21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა tkt.ge – ზე 13 მარტიდან დაიწყება.
ვისაც საქართველოს ნაკრების ნახვა უნდა, ასევე ახალი რონალდოს ან კვარაცხელიას, გირჩევთ ბილეთების შეძენას.
თბილისი (პაიჭაძის სტადიონი): 21.06. საქართველო-პორტუგალია, 24.06. საქართველო-ბელგია, საქართველო-ჰოლანდია
ბათუმი: 21.06. ჩეხეთი-ინგლისი, 24.06. ჩეხეთი-გერმანია, 27.06. ინგლისი-გერმანია
ქუთაისი: 22.06. გერმანია-ისრაელი, 25.06. ინგლისი-ისრაელი, 28.06. ისრაელი-ჩეხეთი
თბილისი (მესხის სახელობის სტადიონი): 21.06. ბელგია-ჰოლანდია, 24.06. პორტუგალია-ჰოლანდია, 27.06. პორტუგალია-ბელგია.
პირველ რიგში, ხელმისაწვდომი იქნება აბონემენტები, სადაც ჯგუფური ეტაპი და 1/4 ფინალი გაერთიანდება;
1 მაისიდან დაიწყება ჯგუფური ეტაპისა და 1/4 ფინალური თამაშების ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა;
26 მაისიდან ნახევარფინალის და ფინალის ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი.
UNDER21 ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. აქ თამაშებს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებს.