აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა “იმედი”, “პოსტ ტვ”, “ალტ ინფო” და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
„ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ჩემო ნაცნობო დეპუტატებო “ქართული ოცნებიდან”, ვინც მიეცით ხმა იმას, რომ თქვენი მეგობრები, მეზობლები, ყოფილი კოლეგები, ნათესავები და ზოგისთვის ოჯახის წევრებიც კი აგენტებად და ქვეყნის მტრებად გამოგეცხადებინათ და ამით ისინი დევნისა და ტერორისთვის გაწირეთ…
ვინც მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანი გიცავთ…
მინდა იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ, სადაც იქნებით თქვენც, თუ სადმე შემთხვევით გნახავთ ძალიან მშვიდად გეტყვით, რასაც ვფიქრობ თქვენზე.
ასევე, აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა “იმედი”, “პოსტ ტვ”, “ალტ ინფო” და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის.
მადლობა ყველას, ვინც საკუთარო მხარდაჭერა ღიად ირიბად, გაუბედავად, გაბედულად თუ პირდაპირ დააფიქსირა რუსული კანონის წინააღმდეგ! ყველას მოგწვდებით და გეტყვით მადლობას! არ დაგვავიწყდებით!”“- წერს ლომჯარია.