ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლაშა ტალახაძე 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.
პირველად საუკეთესოები გამოკითხვის ფორმატში გამოვლინდა და ეს გადაწყვეტილება დროულად დაემთხვა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ასწლიან იუბილეს.
შეგახსენებთ, რომ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი 28 მაისს იწყება, რომლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.