ზედიზედ მესამე დღეა, აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან, თბილისის ცენტრში იკრიბებიან. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, აქციაზე ისევ 10 ათასამდე ადამიანი მივიდა.
თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართეს.
“უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით ხალხის ნება კანონიერად დაუყოვნებლივ უნდა გაფორმდეს”, – განაცხადა “ლელოს” წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ.
ნაცვლიშვილის თქმით, ” თუ “ქართული ოცნება” დღეს გულწრფელია თავის განცხადებაში კანონპროექტის გატანასთან დაკავშირებით, ” მაშინ ის წინააღმდეგი არ უნდა იყოს.”
ხვალ, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა 11:45 საათზეა ჩანიშნული, შემდეგ კი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.