ისლამური სამყარო – ისლამური საზოგადოება დღეს განიცდის საკმაოდ რთულ პერიოდს, როდესაც არა მხოლოდ ისლამური ცივილიზაციის, არამედ მსოფლიოში ყველაზე უძველესი – შუმერული ცივილიზაციის ცენტრში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, რომელიც გამოწვეული იყო ისლამური რადიკალიზმით და ექსტრემიზმით. მუსლიმები, რომლებიც ამ სტრიქონებს წაიკითხავენ, ალბათ იტყვიან, რომ დამნაშავე არა ისლამისტები არიან, არამედ გარკვეული ქვეყნების ინტერესები. ეს ნაწილობრივ მართალია, რადგან თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესები. ხშირად, ახლო მეზობელიც კი შურით შეჰყურებს შენ ქონებას, სახლ-კარს და ოჯახს. მაგრამ ყოველივე ზემოთქმულის დაკარგვის შემთხვევაში ბრალი მეზობელს არ ედება. საკუთარ თავს უნდა შესჩივოდ, რადგან ნებისმიერი მოვლენა თქვენი ქმედებების შედეგია. ამის დასტურია ყორანის წმინდა წიგნის სტრიქონები, სადაც ნათქვამია: ‘ნებისმიერი სიკეთე, რაც შენთან მოდის, ალაჰისგან მოდის. და ნებისმიერი უბედურება, რაც შეგემთხვევათ, თქვენგანვე მოდის.’
ამრიგად, ყორანის თანახმად, ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის და თავის შეცდომებშიც თვითონ არის დამნაშავე. ასე მოხდა სირიაში, რომელიც მრავალი წლების განმავლეობაში სამოქალაქო ომის ცეცხლიშია გახვეული მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული ადამიანების კატეგორიებს არ სურთ იცხოვრონ მეზობლებთან მეგობრულად და სურთ მოახვიონ თავს თავიანთი ნება სხვებს ძალისმიერი მეთოდებით.
დანამდვილებით ცნობილია, რომ ისლამური სამყარო დიდი ხანია დაქუცმაცებული იმის გამო, რომ მის სწავლებების მრავალმხრივი ინტერპრეტაცია და განმარტება ხდება შიიტებისა და სუნიტების დანაყოფებით დაწყებული და დამთავრებული ყველა რადიკალური ჯგუფებით. და ყოველ ჯგუფს მხოლოდ თავის სწავლება მიაჩნია ჭეშმარიტად. რამდენიმე საუკუნის წინ ამას წინასწარტყველებდა ისლამის დამაარსებელი მაჰმადი. ”მუსლიმები 72 ჯგუფად დაიყოფა,” – გააფრთხილა მუჰამედ შუამავალმა თავის თანამიმდევარები, ”და მხოლოდ ერთი მათგანი იქნება ჭეშმარიტ გზაზე”. ტრაგედია იმაშია, რომ ყველა დაპირისპირებულ ჯგუფს, სუნიზმისა და შიიზმის დაპირისპირებიდან დაწყებული და დამთავრებული ყველა სხვა განხეთქილებით მიაჩნია, რომ სწორედ ის არის ერთადერთი “მართლებური ჯგუფი”. თითოეული ეს ჯგუფი და სხვა და სხვა მიმდინარეობები თავიანთ სიმართლეს გაცხარებით უმტკიცებენ მთელ ისლამურ და არა ისლამურ სამყაროს, და როდესაც სიტყვები არ მოქმედებს, იარაღით ცდილობენ ამის დამტკიცებას. ამასთან, მაჰამად შუამავალი ამბობდა რომ ისლამურ რელიგიაში ჩაგვრა და ძალდობრივი რწმენის დანერგვა მიუღებელია. მაგრამ როგორც დრო გადის ისე უფრო და უფრო იმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავისებურად განმარტავენ ყორანს. მათი ქმედებებით ზარალდებიან მუსლიმები და არა რწენის მტრები ვისთან ბროძოლასაც მოუწოდებენ მთელ ისლსმურ სამყაროს ტერორისტები. ამის დასტურია ‘ისლამური სახელმწიფო’, რომლის დაარსების მცდელობისგან პირველ რიგში სირიის მოსახლეობა დაზარალდა.
თუმცა, სამწუხაროდ, ისლამური სახელმწიფოს პრობლემები შეეხო არა მარტო ახლო აღმოსავლურ ქვეყნებს: სირიას, ერაყს, პალესტინასა და ა.შ, არამედ კავკასიის რეგიონსაც,რომლის მოსახლეობა, ისევე როგორც სირიელები,მეგობრულად და მშვიდობიანად ცხოვრობდა ათასობით წლის განმავლობაში, მიუხედავადად რასობრივი და ნაციონალური განსხვავებებისა.ისლამური რადიკალიზმი გახდა პრობლემა ჩვენი კავკასიელი მეზობლებისა,რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ბევრი ჩეჩენი, დაღესტანელი, ინგუში და სხვა მუსულმანური ერების წარმომადგენელი.გამონაკლისი არც ქართველი ერი აღმოჩნდა.ჩვენი პანკისის ხეობა არა მარტო საქართველოს პრობლემურ რეგიონად იქცა, არამედ გახდა ადგილი, სადაც მობილიზებულები არიან ისლამელი რადიკალები,უშვალოდ დაკავშირებულნი ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე მომხდარ ტრაგედიებთან.ეგრედ წოდებული ,,ისლამური სახელმწიფო’’ დიდხანს ფუნქციონირებდა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ პანკისის ხეობაში დაბადებული ისლამისტების მხარდაჭერით. და მიუხედავად იმის, რომ ,,ი.ს’’ პროექტი თითქმის დაბლოკილია და მისი ლიდერების უმეტესობა ლიკვიდირებული,მათ შორის ქისტებისგან შემდგარი ტერორისტული დაჯგუფებების მეთაურები, რომლებსაც ეკავათ ტერორისტული იერარქიის მაღალი თანამდებობები,პრობლემა ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი. აქამდე სირიასა და ერაყში გრძელდება ისლამური სახელმწიფოს რეანიმირების მცდელობები.სამწუხაროდ, კვლავაც ტერორისტების რიგებში წევრიანდებიან ქართველები პანკისის ხეობიდან.ეს პრობლემა ახლავე თუ არ აღმოიფხვრა, ძალიან მალე დიდ საფრთხეს გამოიწვევს როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი კავკასიისთვის, კერძოდ ჩეჩნური ეთნოსისთვის,რომლის წარმომადგენლებიც არიან ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ჩეჩენი ქისტები.
და ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, გაუგებარია რატომ არ წყვეტს აღნიშნულ პრობლემას ჩემი ქვეყნის მთავრობა.რას ველით, სანამ ამ საკითხით თავად ჩეჩნები დაინტერესდებიან?! ვფიქრობ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ახალგაზრდა და ამბიციური მეთაური თუ გადაწყვეტს თავად ამ პრობლემის მოგვარებას, ეს ჩვენ არ მოგვეწონება. არა და ის, რომ მას შეუძლია მსგავსი პრობლემების მოგვარება სხვა ქვეყნებია ტერიტორიებზე ყველასთვის ცნობილია.
თუ ჩვენს ხელმძღვანელობას დაავიწყდა, შევახსენებ რომ იგილის ერთერთი წარმომადგენელი პანკისის ხეობაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, არის 37 წლის საქართველოს მოქალაქე უსუფ იზნაურის ძე ციტიაშვილი, მეტსახელად ,,აბუ-ტალხა’’,რომელიც თავს თვლის ,,დოლას’’(ისლამური სახელმწიფო პანკისის ხეობაში) ლიდერად. იგი აწევრიანებს ახალგაზრდებს ტერორისტების რიგებში. სინამდვილეში ეს დაჯგუფება(,,ისლამური სახელმწიფო’’) არის ცივსისხლიანი სექტანტი ბანდიტებისა და ტერორისტების თავშეყრის ადგილი. როგორც მიღებულია კრიმინალურ დაჯგუფებებში, რომელიც შედგება სექტანტებისა და ტერორისტებისგან, უსუფი ციტიაშვილი მათი ერთადერთი ლიდერი არ არის პანკისის ხეობაში.მის გარემოცვაში კიდევ ბევრი კრიმინალური ელემენტია. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მოქალაქე ჯამბულატ ჯაფარის ძე მარგოშვილი, აგრეთვე ცნობილი, როგორც ანას ბორჩაშვილი. ამ პირების მოვალეობაში შედის ,,იგილის’’ რიგებში რეკრუტების გაწევრიანება. მათი ფიცის მიღებისას ვიდეო ჩანაწერს აკეთებენ, ეს ვიდეო ჩანაწერი კი ხდება შემდგომ მათივე საწინააღმდეგო კომპრომატი და მუსულმანი, რომელმაც ფიცი დადო ,,დოვლის’’ წინაშე, იქცევა მარიონეტად.შარიატის წესების მიხედვით, ფიცის მიღების შემდეგ თამაშიდან გასვლა შეუძლებელია. ფიცის დამრღვევი, შარიატის მიხედვით ითვლება რჯულგანდგომილად და აუდიო ჩანაწერი მისი დანაშაულის დამამტკიცებელ საბუთად. ასე რომ გადაბირებული მუსულმანი მიუხედავად იმისა, ჩაიდენს თუ არა რაიმე სახის ტერორისტულ დანაშაულს, სამართლებრივი კითხით ორივე შემთხვევაში ითვლება დამნაშავედ.შესაბამისად, კომპრომატის არსებობისას გადაბირებული იქცევა მარიონეტად და მისი გამოყენება ადვილად შეიძლება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ხშირ შემთხვევაში ისინი გადაჰყავთ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის.
წინასაახალწლოდ, 2021 წელს,საქართველოს მოსაზღვრე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მოხდა ტერორისტული აქტი,რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა რამდენიმე პოლიციელი და თვით თავდამსხმელები-ინგუშეთის მკვიდრნი. რის შედეგადაც რამდენიმე ჩეჩნურმა საგვარეულომ,რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ დაღუპული და დაზარალებული პოლიციელები, გამოუცხადა სისხლის აღება და შურისძიება თავდამსხმელ თემურზიევებისა და სულთიგოვების საგვარეულოებს. ცოტაც და ეს ყველაფერი ეროვნულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ სხვა დროს ტერორისტები საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ პანკისის ხეობელები,არ აღმოჩნდნენ. დიდი ალბათობით, მოსკოვი ჩაერია ჩეჩნურ-ინგუშურ კონფლიქტში და მშვიდობიანად მოაგვარა, მაგრამ არამგონია ასე მოხდეს, თუ საქმე საქართველოს მოქალაქეებს შეეხება. ამის ნათელი მაგალითია სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი.
სოლომონ ვაშაძე