ახლახან ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაიმართა ჩეჩნების მსოფლიო შეკრება, რომელსაც დაესწრო საქართველოში მცხოვრები ჩეჩნებიც.
საქართველოში, რუსეთში და სხვა რეგიონებში მცხოვრები ჩეჩნები ერთი ხალხის წარმომადგენლები არიან, რომელნიც ისტორიული და ტრაგიკული მოვლენების გამო მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ. ჩვენი მონაწილეობა ამ ფორუმში შემთხვევითი არ იყო. ამით ჩვენ, საქართველოში მცხოვრებმა ჩეჩნებმა განვაცხადეთ ჩვენ ხალხთან ერთიან ფორმატში ცხოვრების და განვითარების სურვილი. ეს ჩვენი საუკუნეობით ჩამოყალიბებული მტკიცე გადაწყვეტილებაა და ვერანაირი ძალა ვერ შეიტანს ჩვენს რიგებში განხეთქილებას და ვერ გვაქცევს მტრებად. თუმცა, ჩვენ რიგებში არის ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ჩეჩნების ინტეგრაციას საქართველოში და ისტორიულ სამშობლოსთან დაახლოვებას. ამ ადამიანებს მთელი ხეობა იცნობს – უსუფი იზნაურის ძე ციტიაშვილი ზედმეტ სახელად „აბუ-თალხა“ და ჯამბულატი ჯაფაროვის ძე მარგოშვილი, ასევე ცნობილი როგორც ანას ბორჩაშვილი.
დღეს ჩვენ მოვუწოდებთ და მეტიც, მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებებს შეწყვიტონ ექსტრემისტული და დესტრუქციული საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გავხდებით მივიღოთ სათანადო ზომები მათი დესტრუქციული საქმიანობის წინააღმდეგ.
ჩვენ გავაგრძელებთ კულტურულ, ეკონომიკურ და სულიერ კონტაქტებს ჩვენ ისტორიულ სამშობლოსთან და საკადრის პასუხს გავცემთ ყველას ვინც ამაში ხელს შეგვიშლის.
კოორდინაციული საბჭო პანკისის ხეობის ჩეჩნების სულიერი და კულტურული ინტეგრაციისთვის ისტორიულ სამშობლოსთან