ლაგოდეხში 1990 წელს დაბადებული მამაკაცი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ავტომანქანების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტზე პირობითი მსჯავრის საფუძველზე დააკავეს
. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.ი. ქურდობისა და სხვისი ქონების დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 წლამდე ვადით.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობასთან რამდენიმე მანქანა დააზიანა, საიდანაც სხვადასხვა ნივთები და ფული მოიპარა.
სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ფიზიკური მტკიცებულებების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობასა და სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.”