საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ისლანდიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 80:77 დამარცხდა.
მიუხედავად სამქულიანი მარცხისა, ეს შედეგი საკმარისი იყო საქართველოს ნაკრებისთვის დიდი წარმატების მისაღწევად. პირველად ისტორიაში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველი კალათბურთელები მსოფლიო თასზე მონაწილეობას მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში მიიღებენ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს.