საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლების დროს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გიგაურის ოჯახი თბილისში ბინიდან 24 თებერვალს ვალების გადაუხდელობის გამო გამოასახლეს. როგორც ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, სასამართლომ ქონების დაყადაღება დაადგინა, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა დააზიანეს ნივთები და ისინი ქუჩაში გამოყარეს, ასევე დაზიანებები მიაყენეს ოჯახის წევრებს.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პოლიციელების მოქმედების ფაქტზე სსკ–ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს და პოლიციას მასმედიისთვის ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.